გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სასამართლო რამდენიმე წუთში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დაიწყებს მსჯელობას.
სასამართლოსთან „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან, ისინი თანაგუნდელის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძე უკანონოდ არის დაკავებული.
„წინასწარ იცოდნენ, რომ გუშინ სასამართლოს არ ჩანიშნავდნენ. დღეს მოახდინეს მობილიზება სრულიად. მე მაინტერესებს დღეს სამართალდამცველები თუ იცავენ წესრიგს კახეთში, ვინმე თუ აგებს პასუხს ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე. იმიტომ რომ, რაც კი პოლიციაა, ყველა არის გადმოსროლილი გურჯაანის სასამართლოში.
"ასე ეშინიათ ჩვენი? მე მაინტერესებს. მაგრამ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ უფრო აახლოებენ თავის დასასრულს. დავით კირკიტაძე აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე, ეს დღეს იქნება თუ ხვალ,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები






