"დავით კირკიტაძისთვის ვიბრძოლებთ, ერთი წუთი არ დავნებდებით და არ გავაჩერებთ მას საპატიმროში"-გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 21:41, 19 Dec, 2018     1425
დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ დილით, 10:30 საათზე იმსჯელებს. სასამართლოსთან დილიდან გამოცხადებულია ოპოზიციის მობილიზება. "ძალა ერთობაშია" -ს წევრები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. გაერთიანებული ოპოზიცია თანაგუნდელი გათავისუფლებას მოითხოვს.


„ისინი ფიქრობენ, რომ ხვალ დილით ამდენი ვერ ვიქნებით, რაღაც პრობლემა გვექნება, შეიძლება ვერ შევიკრიბოთ. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ ხვალ დილით 9 საათზე ყველანი ვიკრიბებით აქ, გურჯაანის სასამართლოსთან და აქ შევხვდებით ჩვენს ღირსეულ თანამებრძოლს დავით კირკიტაძეს და ბოლომდე დავუჭერთ მხარს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„იმედი აქვთ, რომ ხვალ ხალხი არ შეიკრიბება. ხალხი ხვალ შეიკრიბება და ყველა დაველოდებით სასამართლოს განჩინებას. ერთი რამ უნდა ახსოვდეს ამ ხელისუფლებას, რომ არაფერი არ დამთავრდება არც დღეს, არც ხვალ. დავით კირკიტაძისთვის ცალკე იბრძოლებს ჩვენი იურისტების ჯგუფი, ცალკე იბრძოლებს გაერთიანებული ოპოზიცია. ერთი წუთი არ დავნებდებით და არ გავაჩერებთ მას საპატიმროში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42