"გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში, მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:35, 19 Dec, 2018     2255

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და მისი თანაგუნდელის დაკავებაზე ისაუბრა:

„იმ პირობებში, როცა არჩევნები იქნა მოპარული და ფაქტობრივად არჩევნების სისტემა გაუქმდა საქართველოში, კირკიტაძემ ქართულ ოცნებას რუსთავში გამარჯვება გამოგლიჯა ხელიდან. კირკიტაძის დაპატიმრება არის შურისძიება ამის გამო.“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუკავებიათ:

„არცერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა დაპატიმრებული, ამათ კი დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალია და ქვეყანაში არ მიშვებენ მე. ერთადერთი ჩემი მთავარი შეცდომა არის ის, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს, რა თქმა უნდა ამაზე ბოდიში მაქვს მოსახდელი“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ მილოცვებსაც გამოეხმაურა და განცხადა, რომ ეს უბრალო დიპლომატიაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ასე იქცეოდა სხვა შემთხვევებშიც, თუმცა მთავარი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა, აღიარებს თუ არ ის სალომე ზურაბიშვილს თავის პრეზიდენტად.

„ზუსტად ესევე მიულოცეს იანუკოვიჩს, სარქისიანს... ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი და საკონსულოში ცოცხლად დაკლა ჟურნალისტი. ივანიშვილი არის ასლან აბაშიძის და იანუკოვიჩის ჰიბრიდი, იქცევა ბანდიტივით. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის დაჩმორება შეიძლება.“- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნის თუ არა მისი მკვეთრი განცხადებები უხერხულობას მის თანაგუნდელებს, რა როლს ასრულებს ის გაერთიანებულ ოპოზიციაში და რამდენად მნიშვნელოვანია მისი პოზიცია გადაწყვეტილების მიღების დროს , სააკაშვილმა განაცხადა რომ ის ერთ-ერთი მებრძოლია და სხვების თანასწორია, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინს მთავარ საფრთხედ ისევ ის მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა აღარ უკავია.

„გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში, მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, ერთ-ერთი მებრძოლი მათ შორის, ახლა დადგა დრო რომ ყველა ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა. მე ვარ ამ ბრძოლის წინა ხაზზე, მთავარი პრობლემა პუტინისთვის ვრჩები მე. პუტინისთვის საფრთხე არის ჩემი საქართველოში მოქმედება. მე უნდა დავადასტურო რომ პოლიცია და შეიარაღებული ძალები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ უნდა დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს . მე ვგრძნობ ჩვენი მილიონამდე მხარდამჭერის მხარდაჭერას, ჩვენ რა თქმა უნდა გუნდურად ვმუშაობთ, მაგრამ თუ ვინმეს უხერხულობა აქვს, თავისთვის შეინახოს.“- განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42