საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს
პოლიტიკა - 19:20, 19 Dec, 2018     1423
ვროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებას აფასებს, ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ევორკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში გრძელდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა დაუყოვნებლივი შემდგომი ქმედებები არსებული პრობლემების გადასაჭრელად, არსებულ პრობლემებს შორის არის თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების გაზრდილი რაოდენობაც.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე რვავე ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც გასულ წელს მიიღო ზომები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ, თუმცა მდგრადი შედეგების მისაღწევად მეტია გასაკეთებელი.

ევროკომისიის ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადებების რიცხვის ზრდის გამო.

„საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა.

კერძოდ, ამ მოთხოვნით 2018 წლის პირველ ნახევარში განაცხადი 9 680-მა ადამიანმა გააკეთა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რიცხვი 4 770 იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაიზარდა შესვლაზე უარის და უკანონო დარჩენის მაჩვენებელი და საგრძნობლად შემცირდა თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი.

„თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 2016 წელს იყო 14,09% და 2017 წელს – 5,48%, რაც მნიშვნელოვან შემცირებას გვაჩვენებს. საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს.“- ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42