"ძვირფასო ხელისუფლებავ, სიმართლე ჩვენს მხარესაა, პირველი დამნაშავე გახარიაა, რომელიც გაურიგდა კრიმინალებს და პოლიციას ღირსება დაუკარგა" - დეკანოიძე
პოლიტიკა - 16:20, 19 Dec, 2018     1119
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ლიდერები და მათი მხარდამჭერები დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ის კრიმინალური სიტუაცია, რომელიც ქვეყანაშია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დამსახურებაა, რომელიც კრიმინალურ სინდიკატებთანაა გარიგებული.

"როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გზას უხერგავს არაკანონიერად მშვიდობიან მანიფენსტანტებს და მშვიდობიან მოსახლეობას, ეს რა თქმა უნდა, კვეთავს სამართლებრივ დანაშაულს და არასამართლებრივ ქმედებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, პირველი დამნაშავე ვინც არის ამ ყველაფერში არის გახარია, რომელიც პოლიციის ღირსებაზე ლაპარაკობს, მაგრამ პოლიციას ღირსება მაშინ დაუკარგა, როდესაც ის კრიმინლაურ სინდიკატს გაურიგდა. როდესაც შენ მოძალადეები არ დაიჭირე, კორცხელში მოძალადეები არ დასაჯე, როდესაც კერძაიაზე მოძალადეები არ დასაჯე, არ გამოიძიე სარალიძის და რაფალიანცის საქმე არცერთ სერიოზულ საქმეზე პასუხი არ გაეცი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, არანაირი მორალური უფლება არ გაქვს ჩემთან მოხვიდე და რაღაცეებში დამადანაშაულო.
ამიტომ ძვირფასო ხელისუფლებავ, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეზეა, ოპოზიციაა სიმართლის მხარეს და არა თქვენ. ეს არის ბრძოლა და ყველას ვერ დაგვიჭერენ, პირველ რიგში, როდესაც კანონზე მელაპრაკებიან მე და ჩემს მეგობრებს გაგვცენ პასუხი რატომ ჩახერგეს გზა, რატომ არ იჭერენ ზონდერებს და მოძალადეებს და როცა ამ კითხვებზე ექნებათ პასუხები, მაშინ მოვიდნენ და მორალურ უპირატესობებზე გვესაუბრონ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და უფრო და უფრო გაიზრდება ეს უპირატესობა.
გუშინ ჩვენი კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს გარდაბანიდან, მინდა იცოდეს ხელისუფლებამ, არავის ეგონო, რომ ის ადამიანი ახლა მარტო იქნება, ჩვენ საქმის კურსში ვართ, ადვოკატებიც იქ არიან და სამართლებრივადაც რა თქმა უნდა, ვიცავთ, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ვინმე თუ საჯაროდ ცნობილია იმას უფრო მეტად დავიცავთ ვიდრე იმას ვინც არ არის ცნობილი. თითოეული ადამიანი, არის ჩვენთვის ღირსეული და ოქროს ფასი. ამიტომ არავის ეგონოს შეგვაშინებს" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42