ნიკა მელიას განცხადებით, თუ ვინმეა დასაჭერი, ესენი არიან გახარია და კუპატაძეა, გაერთიანებული ოპოზიცია კი ბოლომდე იბრძოლებს:
“თუ ვინმეს დაკავებაა მოსალოდნელი და ეს გარდაუვალია, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ბატონ გახარიას, ბატონ კუპატაძეს და საბანაძეს, რომლებმაც მართლა საოცრება გააკეთეს. კითხვები რომლებიც ისმება მათ მიმართ, პასუხი არ არსებობს. რატომ აღუკვეთეს კონსტიტუციური უფლების განხორციელება მოქალაქეებს, თელევამდე 30 კილომეტრით ადრე? რატომ ჩაგვიხერგეს გზები, კამაზებით, ავტობუსებით და ასე შემდეგ? პასუხები არ არსებობს და ჩიხში მოაქციეს საკუთარი თავი. პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩიხში არიან, არის ფორმიანი დამნაშავე პოლიციელების, რომლებსაც პოლიციელებს ეძახის „ქართული ოცნების“ აქტივი, მაგრამ რეალურად მოქმედებდნენ დამნაშავეებივით, ჩვენებები მისცეს, რომ ავტობუსით კი არ ჩაგვიხერგავს გზაო, არამედ, თითქოს ავტობუსი ცდილობდა მობრუნებას და ამ დროს თავს დაესხნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები. ერთი დღე „ქართული ოცნება“ არის ტრაგიკული, მეორე დღეს კომიკური და მონაცვლეობით, დღეს არის ტრაგიკომიკური.
ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, მე არ მაქვს განცდა, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, პოლიტიკურ პროცესში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ესენი არიან კრიმინალები, უბრალოდ ხელთ უპყრიათ სახელისუფლებო ბერკეტები. გაგრძელდება ბრძოლა ამათ დამარცხებამდე, რაც გარდაუვალია, თვითონაც იციან, შიშისგან უშვებენ ამ მძიმე შეცდომებს. სხვა გზა არ აქვს ხელისუფლებას. ვერ პასუხობენ მნიშვნელოვან გამოწვევებს ხელისუფლებაში, რაიმე ხომ უნდა აკეთოს? რომ არა ოპოზიციის რეპრესიები. ნელ-ნელა ხელისუფლება ხვდება, რომ ძალიან მალე ისინი აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამებზე, არც ერთ ეპიზოდში უკან არ დავიხევთ“, - აღნიშნავს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






