დავით კირკიტაძის ადვოკატმა გურჯაანში შეკრებილ“გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილი გააცნო:
“სამართლიანობისთვის ბრძოლაში, არც ერთი ნაბიჯით უკან - ეს არის მისი სიტყვები, რაც შეეხბეა სამართლებრივ მხარეს, დღეს წარედგინა დავითს ბრალი, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ავტობუსში, ეს არის ბრალდების შინაარსი და თითქოს, ამის გამო იგი უნდა იყოს დაპატიმრებული. ყველა სამარტლებრივი გზით ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბატონი დავითისგან მინდა გადაგიხადოთ მადლობა თანადგომისთვის, ბრძოლის ჟინისთვის. ის აცხადებს შიმშილობას და გააკეთებს ყველაფერს, რომ სიმართლე დაამტკიცოს. მან თქვა, რომ ის დიდ პატივს სცემდა ყოველთვის პოლიციელებს და მისი ცხოვრების მანძილზე არასდროს ყოფილა პრეცენდენტი რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მათთვის, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - აცხადებს კირკიტაძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ კირკიტაძე ორი დღის წინ დააკავეს, 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში და მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
მასალის გამოყენების პირობები






