"უსაქმური და კანონების არმცოდნე" და "კორუფციის და ყაჩაღობის ეკვივალენტი" - ბესელია-სამადაშვილის დაპირისპირება გრძელდება
პოლიტიკა - 14:28, 19 Dec, 2018     1011
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადადის. კომიტეტის ცვლილების მიზეზად სალომე სამადაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარეს ასახელებს, მისი თქმით, ეკა ბესელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ ის არის „უსაქმური და კანონების არმცოდნე.“


„როდესაც ის იყო ელჩი და ისეთ ძალიან მნიშვნელოვან მისიაში, როგორიც არის ბრიუსელი, ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, ეს არის ის წლები, როდესაც მე ჩავდიოდი ბრიუსელში და ჩამქონდა მასალა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ ციხეში, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ და ელჩი სამადაშვილი იყო დაკავებული ამ ინფორმაციის და ვითარების გამართლებით, სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს დღეს, რომელის საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა უფლებადამცველების მხრიდან იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რასაც ის აკეთებდა,“ - განაცხადა ბესელიამ.

სალომე სამადაშვილი კი კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ ეკა ბესელიას საკუთარი გუნდის წევრებიც კი ვერ ეგუებიან და მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლება დგას დღის წესრიგში.

„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42