გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ვერ მიაღწევს იმას, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკან დაიხიოს:
“ესე იგი, მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანისთვის ყბების დალეწვა.ეს არის ზუსტად ის შერჩევითობა და უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაში არის და ნაცვლად იმისა, რომ ექვსი ადამიანი დაეკავებინათ, დააკავეს მხოლოდ სამი და ჩვენ ყველა გვყავს იდენტიფიცირებული, ისევე როგორც იყო ახალქალაქის შემთხვევაში, ეს არის უკანონობა და ჩვენ, ყველა ძალებით, აუცილებლად დავაბრუნებთ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. არ ეგონოთ მათ, რომ თვითონ არღვევენ კანონს და ჩვენი მხარდამჭერების დაკავებით შეძლებენ რაიმეს. ახლა გვაცნობეს, რომ ჩვენი მხარდამჭერი დააკავეს გარდაბანში. ამას ექნება შესაბამისი რეაგირება ჩვენგანაც, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსისგანაც და აუცილებლად ვაიძულებთ ამ კანონდამრღვევ დამნაშავეებს დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში. ჩვენ ვაკეთებთ პარალელურ გამოძიებას, ყველა ამ ფაქტისა და ყველა ეს ფაქტი დაფიქსირდება სამართალდამცავ ორგანოებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, არც არაფერს გამოიძიებენ. ეს არის მტკიცებულებები, რომლებსაც ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემა და ყველა სამართალდამრღვევს, რომელსაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმა აცვია, ყველას მივცემთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მწვანე ავტობუსებით გზების გადაკეტვას, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისი და როცა ამას უკანონოდ ავრცელებ, რა თქმა უნდა, მიიღებ შესაბამის პასუხს. უკანონობას კი ჩვენ აუცილებლად დავუპირისპირდებით, ვერაფერს ვერ იზავენ და ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენ რაიმე შემთხვევაში უკან დავიხიოთ. ჩვენსკენ არის სიმართლე და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.
მუხლი, რომელიც შეეფარდა დავით კირკიტაძეს აბსოლუტურად აარადექვატურია და არ შეესაბამება თუნდაც იმ ქმედებას, რაც იმ შემთხვევაში იყო. ჩვენ ვითხოვთ დავით კირკიტაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, იმიტომ, რომ მის ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. “, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






