„ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე, დავით კირკიტაძის დაკავება იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი ხელისუფლების, პირადად ივანიშვილისა და გახარიასი. სხვა სახელი ამას ვერ დაერქმევა. ხელისუფლება აპელირებს კადრებზე, რომელიც ვრცელდება, თუმცა ამ კადრებში უპირველესად ჩანს, როგორ არღვევენ წესრიგს და კონსტიტუციას სამართალდამცველები. გზის ჩახერგვა მშვიდობიანი მანიფესტანტებისთვის, ეს არის კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა. დავით კირკიტაძე არის მსხვერპლი, დღეს საბრალდებო სკამზე თუ ვინმე უნდა იჯდეს, ეს არის გახარია, რომელმაც გასცა ეს უკანონო ბრძანება. ჩვენ ბუნებრივია სასამართლოსგან, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ გონიერება გაიმარჯვებს და დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არ გადაიხედება არცერთ შემთხვევაში.“- განაცხადა ზაალ უდმაშვილმა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, უდუმაშვილის განცხადებით პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება:
„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, რა ფორმით, როგორ და რომელ ქალაქებში ამას მოგვიანებით მოგახსენებთ.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






