"იმავე საკანში, სადაც ახლა ყავთ დამწყვდეული დათო, უნდა შესახლდნენ კომისიის ქოცი წევრები, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს"- მურთაზ ზოდელავა
პოლიტიკა - 12:53, 19 Dec, 2018     1223

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გურჯაანის სასამართლოს წინ დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და ისინი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ზოდელავას თქმით, იმ საკანში სადაც ახლა დავით კირკიტაძე ჰყავთ, ის ადამიანები უნდა ისხდნენ, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გააყალბეს. ზოდელავას განცხადებით, ოპოზიცია პროტესტს გააგრძელებს და იქნება მუდმივი პრესინგი ხელისუფლებაზე:

„იქნება მუდმივი პრესინგი ხელისუფლებაზე, არავინ არ აპირებს თავის შეკავებას იმაზე, რომ ახალი წელია. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმარი დავით კირკიტაძე და დაუყოვნებლივ იქნენ პასუხისგებაში მიცემული ამ ხელისუფლების დამქაშები, რომლებმაც განახორციელეს დანაშაულები ბოლო დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს. განსაკუთრებით გაყალბების ფაქტებზე, რომლებიც იქნა დადასტურებული ვიდეომტკიცებულებებით და რომელსაც საზოგადოება გაეცნო, ამ ვიდეომტკიცებულებებში მარტივადაა შესაძლებელი ადამიანების და დანაშაულების იდენტიფიცირება. დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული დავით კირკიტაძე და ზუსტად იმავე საკანში სადაც ახლა ყავთ დამწყვდეული დათო უნდა შესახლდნენ კომისიის ქოცი წევრები რომლებიც აყალბებდნენ ხელმოწერებს და ატრიალებდნენ კარუსელს. დავით კირკიტაძე იყო ლიდერი, რომელმაც პირველ და მეორე ტურში დაამარცხა ხელისუფლება, მიუხედავად ტოტალური გაყალბებისა და ფულის ცუნამისა. თქვენ იცით, რომ ინკასატორების მეშვეობით ჩამოქონდათ ქეში ფული, რომ დემოკრატიის წინააღმდეგ ემუშავებინათ. ამაზე გაღიზიანდა ივანიშვილი და მიიღო ეს გადაწყვეტილება. “- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ, მისი თქმით ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს ყველა რაიონში და ყველა მიმართულებით:

„ქართული ოცნება ვერ იქნება ტკბობაში, ისინი ვერ მოახერხებენ, რომ დავარცხნონ სიტუაცია საქართველოში“- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42