არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს - "სამართლიანი არჩევნები" პროკურატურისგან გამოძიების შედეგების გასაჯაროებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:12, 19 Dec, 2018     725

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაცია მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურისგან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს:

„5 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა ოლქის 7 უბანზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე.

სიუჟეტში ნაჩვენებია დმანისის, სენაკის, მარნეულისა და ბოლნისის უბნებთან დაკავშირებული ვიდეო მასალები, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ნაცვლად ყალბი ხელმოწერების გაკეთების, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რომლებშიც სავარაუდოდ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, როგორებიცაა: არჩევნებში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების განზრახ გაყალბება, არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს დანაშაულებს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 164; 1642 და 1643 მუხლებით.

სიუჟეტში ხსენებულ შვიდივე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება - შესაძლებელი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება და წარიმართოს დროულად და ეფექტურად, რათა ადეკვატური პასუხი მოეთხოვოთ სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირებს, რაც სამომავლოდ ამგვარი დანაშაულების ჩადენის რისკებს შეამცირებს. მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგად გამოიკვეთოს ჰქონდა თუ არა კადრებში აღბეჭდილ ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი და მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები სხვა პირების მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე. ამასთანავე, ხსენებულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში გაკეთებულ ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად და ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს აღნიშნული უბნებიდან მიღებული მასალების და საარჩევნო დოკუმენტაციის დროულად მიწოდება საგამოძიებო ორგანოებისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროვოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42