"ერთი კინიკლა სენატორი არ ჩამოსულა აშშ-დან ინაუგურაციაზე, ეს არის პოლიტიკური გზავნილი ხელისუფლების მისამართით" - ირაკლი ტაბლიაშვილი
პოლიტიკა - 00:56, 19 Dec, 2018     1734
„ამ მთლიანმა პროცესმა და პოსტსაარჩევნო პერიოდმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების ხელიდან გაშვებას,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა არჩევანის ეთერში გააკეთა.

ტაბლიაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება 2030 წლამდე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. მისი თქმით, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს, 2020 წელს შეძლებს ძალაუფლების გადაბარებას.

„შედეგს თითოეული ჩვენგანი იწვნევს საკუთარ ტყავზე, როდესაც ამ არჩევნების შემდგომ, ვთქვათ, გაზაფხულისთვის და შემდგომი პერიოდისთვის დასავლეთი სერიოზულ ზეწოლას განახორციელებს ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ ვერ ჩაატარა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯეროვნად,“ - ამბობს ტაბლიაშვილი.

ირაკლი ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რაც არ გამოიხატებოდა მხოლოდ საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრით. მისი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების გააყალბა თუნდაც იმით, რომ წინასაარჩევნოდ ვალების განულება დააანონსა.

"მან მოიგო არჩევნები ცესკოს მონაცემებით, მაგრამ ეს დიდ გაუგებრობას იწვევს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში, არამედ დასავლეთშიც, რომელიც ღიად ესაუბრება ხელისუფლებას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. კი, მათ სცნეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მაგრამ თუ ნიკოლა სარკოზის და სომხეთის პრეზიდენტს არ მივიღებთ მხედველობაში, განჰყოფიელბის ხელმძღვანელების დონეზე დატოვეს თავიანთი დელეგაციები" - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

მისი თქმით, აშშ-დან პოლიტიკური გზავნილია, როდესაც მათი არცერთი სენატორი არ ჩამოსულა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

"ერთი კინიკლა სენატორი არ ჩამოსულა შეერთებული შტატებიდან. სააკაშვილის მომხრეები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რთველში ჩამოდიოდნენო... მე ამას არ გავიმეორებ, მაგრამ მართლაც ასე იყო, ხშირად სტუმრობდნენ... ერთი კინკილა სენტორი ვერ ვნახეთ ამ ინაუგურაციაზე. ეს არის პოლიტიკური გზავნილი ხელისუფლების მისამართით, რომ ჩვენ არ ვართ მთლად კმაყოფილი იმ ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩვნებისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დემოკრატიის ლიდერი იყო ამ რეგიონში და რომელზეც სწორებასაც აკეთებდა ბევრი სახელმწიფო. მე არ მგონია, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ აქედან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები" - აცხადებს ტაბლიაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან სწორი იქნებოდა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დიალოგის დაწყება

"ხელისუფლება არ მიდის ამაზე, რაც კიდევ უფრო უკან ხევს სახელმწიფოს და უკან დახეული ქვეყანა, ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება არ არის ქართული ოცნება ან ნაციონალური მოძრაობა, ეს არის რუსული ოცნების პირდაპირ თუ ირიბად ასრულება" - განაცხადა ტაბლიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42