"დავით კირკიტაძე ახლა არის გაერთიანებული ოპოზიციის სახე, რომელსაც ასამართლებენ" - მურთაზ ზოდელავა
პოლიტიკა - 00:05, 19 Dec, 2018     884
„გაერთიანებული ოპოზიცია არის ცალსახად დაზარალებული იმიტომ, რომ მას მოჰპარეს ხმები, შედეგები, რომელიც მან დადო, ანულირებული იქნა ან გააბათილეს უამრავი ხმა,“ ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურთაზ ზოდელაავამ "არჩევანის" ეთერში გააკეთა.

ზოდელავა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, დაკავებას ეხმაურება.

„დავით კირკიტაძე ახლა არის გაერთიანებული ოპოზიციის სახე, რომელსაც ასამართლებენ და სინამდვილეში, ასამართლებენ მასთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციას, როგორც სუბიექტს, რომელსაც შეუძლია, მოითხოვოს უფლებების აღდგენა,“ - განაცხადა ზოდელავამ.

ზოდელავას თქმით, მმართველი პარტია დამნაშავეებს ახალისებს და ქართული ოცნება გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით შეტევაზეა გადასული. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიება არ მიმდინარეობს.

ზოდელავა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დააანონსებული მასშტაბური აქციის ჩაშლას და სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვას კრიტიკულად აფასებს.

„როცა არ გაგიშვებენ ერთი გზით, როცა გადაგიკეტავენ მეორე დარჩენილ გზას და შენ ამას გააპროტესტებ და შენ გეუბნებიან, რომ შენ ჩაიდინე დანაშაული, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შენ გიკრძალავენ არსებობას,“ - ამბობს მურთაზ ზოდელავა.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42