„დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა“ - ქეთევან ციხელაშვილი
პოლიტიკა - 20:55, 18 Dec, 2018     914

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად". სადაც მომხსენებლებად წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და კონფერენციის საპატიო სტუმრები - რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.

პანელის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტუმრებს მოკლე მიმოხილვის სახით გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსული მხარის მიერ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. მინისტრმა სტუმრებს ასევე წარუდგინა საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო წლებში რუსეთის გაძლიერებული შეიარაღება, ხელოვნური ბარიერების ინსტალაციის პროცესი, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა გატაცების ფაქტები და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა თავად ოკუპირებულ რეგიონებში. მისი განცხადებით ყურადსაღებია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ მოქალაქეთა 90%-ს წარმოადგენენ ისინი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მხარის მიერ სამშვიდობო პოლიტიკისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეალური შედეგები მოაქვს და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება.

„აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ ათი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა. ეს იყო ევროპაზე თავდასხმა" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი სამოქმედო გეგმების შედგენას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას.

რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება რუსულ პროპაგანდაზე და ე.წ. რბილ ძალაზე გაამახვილა. მისი განმარტებით დნესტრისპირეთში ამჟამად რუსეთის მარიონეტული რეჟიმი მოქმედებს, რომელთან მოლაპარაკებებშიც ინსტრუქციები პირდაპირ მოსკოვიდან ვრცელდება. ლესნიკმა ხაზი გაუსვა მოლდოვის კონფლიქტურ რეგიონში პასპორტიზაციის პრობლემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე.

„ამ ეტაპზე ჩვენ კონფლიქტების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ გავდივართ ეტაპებს, რომლებიც თქვენ უკვე გაიარეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებათა ხელწერა ერთნაირია და ეს ბუნებრივია, რადგან მოვლენები რუსეთიდან იმართება" - განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.

მოხსენებების შემდეგ კონფერენციის მონაწილეები კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდნენ, რა დროსაც გაიცვალა გამოცდილება და ინფორმაცია.​​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42