„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე მსჯელობს ცენტრალური საარცევნო კომისია. ცესკომ მოკვლევა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარრია 50-მდე საოლქო კომისიის წევრზე, რომლებმაც შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს:
„ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები იმ ფაქტების მერე, რაც ტელევიზიით გაშუქდა გაყალბების კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები, მათ უნდა ეყოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დღეს ამ შენობაში არ უნდა იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა და ამ გაყალბების არნახული მასშტაბებისა, დღეს ქალბატონმა ჟვანიამ და მისმა „კამანდამ“ გადაწყვიტა, რომ ნაციონალური მოძრაობის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური დევნა აღძრას აბსურდული ბრალდებით, თითქოს, მათ დაარღვიეს კანონმდებლობა და არ მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს ხელი მაშინ, როცა ჩვენმა თითოეულმა კომისიის წევრმა არათუ ხელი არ მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, არამედ განსხვავებული აზრი დააფიქსირა რამდენიმეგვერდიანი თითოეულ ოქმში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, ხელმოწერითაც დაადასტურა და თავისი პროტესტიც გამოთქვა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს სახეზე გვაქვს ჩვენ აი, ეს გამყალბებელთა „კანტორა“, რომელიც დღეს უკვე პოლიტიკურ დევნაზეა გადასული საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებზე,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






