„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს“ - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პოლიტიკა - 19:37, 18 Dec, 2018     1040

თავდაცვის სამინისტრო დავით ბერიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითან მას თავდაცვის სამინისტროდან ჯერ არავინ დაკავშირებია:

„საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწემე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი, დავით ბერიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42