„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 18:52, 18 Dec, 2018     1468

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხვალ საპროტესტო აქციას გურჯაანში გამართავს. ისინი სასამართლოს შენობასტან შეიკრიბებიან და დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს:

„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან. ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას - დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში და ამის უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი არის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, არც ერთ ხელისუფლებას ხალხის ინტერესების უგულველყოფა კარგად არ დაუმთავრებია:

„ერთი რამ უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი გახარიამ, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში, რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ხელისუფლებას, გაეკეთებინა იგნორირება ხალხისთვის, ეცადა, დაეშინებინა ხალხი, ეს ხალხი არასდროს არ დაშინებულა. ის ყოველთვის დასრულებულა იმით, რომ იმარჯვებდა ქართველი ხალხი. ამჯერადაც ასე მოხდება. თუ ხელისუფლება გონს ვერ მოეგება, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო უბრალოდ მცირდება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ნიკა მელიას განცხადებით მთავარი დამნაშავე არის შს მინისტრი, გიორგი გახარია და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი.

„გახარიამ ჩაიდინა დანაშაული. ბრძოლა გრძელდება უკომპრომისო ყველა კვადრატულ მეტრზე, ყველა ფორმატში, იქნება ეს საკრებულო, პარლამენტი, ქუჩა. გახარიამ რამდენიმე ათეულ დამნაშავე მაღალჩინოსანს ჩააცვა პოლიციის ფორმა და მათ ეძახის პოლიციელებს. გახარია არის დამნაშავე ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42