"თუ არსებობდა ჩვენება, რომ შიმშილობა საფრთხეს უქმნიდა ამ ადამიანის სიცოცხლეს, უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები" - გიორგი ტუღუში
პოლიტიკა - 18:36, 18 Dec, 2018     1303
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, გიორგი ტუღუში, 34 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.


„ძალიან მძიმე ფაქტია, არსებობს არა ერთი ეთიკური სტანდარტი, როდესაც მსგავსი რამ ხდება, თუმცა, ამოსავალი წერტილი აქ, რა თქმა უნდა, არის ადამიანის სიცოცხლე და, თუ არსებობდა რეალური ჩვენება, რომ შიმშილობა უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიდა ამ ადამიანის სიცოცხლეს, მაშინ უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები და არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილებაც და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება, მოხდეს იძულებით უკვე ადამიანისთვის გარკვეული ნივთიერებების მიწოდება,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. მისი თქმით, თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.

„უნდა გაირკვეს, რატომ შიმშილობდა ეს ადამიანი და რატომ მოითხოვდა თავისი საქმის გადახედვას და რეალურად რა მოხდა სინამდვილეში. ამაზე მე ვარ შესაბამისად საკომუნიკაციო ხაზზე შესაბამის უწყებებთან და ამ საკითხსაც მოვიკვლევთ აუცილებლად. როგორც პენიტენციური დაწესებულება აცხადებს, ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის შესაბამისი დახმარება გაეწიათ. თუმცა, რა მოხდა, სიმართლე გითხრათ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 34 წლის პატიმარი გარდაცვლილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42