ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები უკვე იყვნენ მისულები თბილისის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ, სადაც გარდაცვლილი პატიმარი სასჯელს იხდიდა და საქმის მასალებს სწავლობენ.
„ეს პატიმარი არ აღმოჩნდა ჩვენი განმცხადებელი, მას მომართული არ ჰქონია ჩვენთვის. არც ციხიდან არ ყოფილა შესაბამისი მომართვა. დღეს, როდესაც ეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენი წარმომადგენლები წავიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეცნობიან მასალებს და შესაბამისად, სწავლობენ და გარკვეულ მონაცემებს აგროვებენ.
როდესაც პატიმარი შიმშილობს, ფორმალურად ხდება მისი აღრიცხვა და შიმშილობის ფაქტის შესახებ ჩვენს გვეცნობება. ასეთი ცნობა ჩვენთან არ მოსულა. შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები გაეცნენ, მითითებული არ არის მასში, რომ ეს პატიმარი შიმშილობდა. უბრალოდ, მითითებული იყო, რომ გარკვეულ საკვებს ის არ იღებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი აღნიშვნა არის გაკეთებული, მარგამ პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა. ამ საკითხს ჩვენები სწავლობენ, უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ, გამოკითხავენ სხვადასხვა პირებს და სრულ სურათს როდესაც შევქმნით, შემდგომ გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სასჯელაღსრულების სამსახუროს თქმით, გიორგი ფასეიშვილი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა, განმარტავენ, რომ პატიმარი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, უარს ამბობდა საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.
გიორგი ფასეიშვილი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






