დაზარალებულების თქმით, კუთვნილი ავტომობილების მინები ჩამსხვრეული დახვდათ. წაღებულია ფული და სხვადასხვა ნივთები.
„ხუთი-ექვსი მანქანაა გატეხილი. შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, რომ პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, აი, ამას, ჩვენ, უბრალო ხალხს, მოგვაქციოს ყურადღება. ვტაქსაობთ, ბოლო ფულს გვაცლიან. ის კრიმინალები, რომლებიც არჩევნებზე იღებდნენ მონაწილეობას, აქ შავი „კურტკებით“ და იმეებით დარბოდნენ და არჩევნებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, დღეს იმალებიან,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, ნიკა წულუკიძე.
"კურიერთან" საუბრისას კიდევ ერთი მოქალაქე გელა აშკარელიშვილი აცხადებს, რომ მას ავტოფარეხი გაუტეხეს.
„კრიმინალი გაზრდილია და სჯობდა, ნაკლები გამოეშვათ იქიდან. მე „გარაჟი“ გამიტეხეს ადრე და წაიღეს ხელსაწყოები. დასაჭერად დასდევენ მარტო პოლიტიკოსებს და დანარჩენი ყველაფერი მიტოვებულია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს,“ - ამბობს ადგილობრივი მოსახლე,
აშინაგან სამეთა სამინისტროში 5 ავტომობილის გაქურდვის ფაქტს ადასტურებენ.
უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები