საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დაშნების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა - ოპოზიცია ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
გაიზიარებს თუ არა სასამართლო ოპოზიციის მიერ წარდგენილ სამხილებს, რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
„ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ყველაზე მასშტაბური ფაქტები, ეს იყო კრიმინალთან შეკრული ხელისუფლება, რომელიც ატარებდა არჩევნებს, ეს იყო დაშინება, ზეწოლა, მე აღარ ვსაუბრობ იმ ათასობით ფაქტზე, დარღვევების, რომელიც უშუალოდ საარჩევნო უბანზე ხდებოდა, ყველა ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმი, იყოს კანონიერი, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, რომ ეს ოქმი უნდა გაბათილდეს, შესაბამისად, ის არჩევნები,რ ომელიც ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ იქნას მიჩნეული, როგორც არაკანონიერი არჩევნები“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
ენმ-ის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ისინი ოპტიმისტურად განწყობილები არ არიან.
„ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მოსამართლეები დეტალურად შეისწავლიან იმ არა ერთ მტკიცებულებას, რომელიც წარვადგინეთ, მოსყიდვის, ძალადობის და უპერეცედენტო ძალადობის შესახებ, დაველოდებით გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა ოპტიმისტურად ვერ ვიქნებით განწყობილი ამ რეალობაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ სტრასბურგშიც გავაგრძელოთ დავა და თუ დღევანდელი სასამართლო არ მიიღებს კანონშესაბამის გადაწყვეტიელბას, სალომე ზურაბიშვილს, შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს დაკავებული თანამდებობის დატოვება“, - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.
ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილის განცხადებით, სასამართლოზე წარდგენილი იქნა ყველა მტკიცებულება და ახლა სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ჩვენ წარვადგინეთ ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ არჩევნები ცატარდა ძალადობით, მოსყიდვით, შანტაჟით, ძველი ბიჭების დამხარებით ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ბიულეტენების ცაყრაზე წარვუდგინეთ რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტები მტკიცებულებად, ველოდებით, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომაც მივმართეთ დღეს სააპელაციო სასამართლოს, თუ ეს სასამართლო გადაწყვეტიელბა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ სამართლებრივ დავას უკვე ევროპის სასამართლოებში გავაგრძელებთ“, - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






