დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნას ქალთა ორგანიზაციები ქუჩაში გააპროტესტებენ
პოლიტიკა - 14:39, 18 Dec, 2018     835

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას ქალთა მოძრაობის აქტივისტები ეხმაურებიან და ქუჩის აქციებს გეგმავენ.არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, სალომე ზურაბიშვილის აუცილებლად გააგონებენ ქალების ხმას: „ქალმა პრეზიდენტმა უგულვებელყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ორგანიზაციების მიმართვა, არ დაენიშნა ის ადამიანი საპარლამენტო მდივნად, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამართლებს. წინა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კაცი იყო, მაგრამ გაცილებით მეტი მგრძნობელობა ჰქონდა ქალთა საკითხებზე. ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი იქცევა ისე, როგორც ცუდი ქალი პოლიტიკოსები იქცევიან. ეს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ პოლიტიკურ სივრცეს აზიანებს და ხელს უშლის ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. არ მესმის, რატომ იყრუებს თავს პრეზიდენტი და რატომ არ უსმენს ქალებს. ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ ქუჩის აქციას, რომ გავაგონოთ ქალების ხმა პრეზიდენტს“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად 18 დეკემბერს დანიშნა. მის დანიშვნამდე ათი დღით ადრე ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს უარი ეთქვა დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე. ქალთა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს დიმიტრი გაბუნიას რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, სადაც მან როგორც სექსუალური შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატმა განაცხადა: "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?".

სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში ქალთა უფლებადამცველები წერდნენ: „ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა. ქალთა მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შერჩევისას ამ გარემოებებს გაითვალისწინებს“.

რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ CIDA-ს​ ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა. მარტში ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ათამდე ქალმა დაადანაშაულა. 11 ივნისს ზვიად დევდარიანმა თავად იჩივლა სასამართლოში ღირსებისა და პატივის შელახვის გამო. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის და ერთი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. მის ინტერესებს სასამართლოში დიმიტრი გაბუნია იცავს.


წყარო radiotavisupleba.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42