საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებისთვის მედია კლუბს ქმნის. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ კლუბში ისეთ საკითხებზე ისაუბრებს, რომლებიც მისი თქმით, არ არის საჭირო, რომ საჯარო გახდეს.
მეხუთე პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდენარე რეზიდენციაში დღეს პირველად მივიდა და მისთვის გამოყოფილი კაბინეტიც დაიკავა:
„დანარჩენი გზადაგზა ყველაფერზე გესაუბრებით, მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა აზრები, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა,რომ შემეძლოს თქვენთან ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც საჭიროა თქვენთვის რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი ,რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენ უკეთ გაიგოთ.
მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა ჩემი პრესკლუბი. ვეცდები ახლო მომავალში, ალბათ უფრო დღესასწაულების მერე დავიწყებთ ამ ფორმატით მუშაობას,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






