ნინო ლომჯარია გამოძიების წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს.
ომბუდსმენის თქმით, გასარკვევია ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.
„მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს და ფარგლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.
ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი,“-განაცხადა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






