გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებს სხვადასხვა პოლიტიკოსების დასაპატიმრებლად. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან:
„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს, ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს გათვლილი იყო, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი.
დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან. ისინი როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






