„დამნაშავე ხელისუფლებამ დანაშაულში ჩაითრია უდანაშაულო მოქალაქეები და ქვეყანა გახადა დამნაშავე“ - ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 11:55, 18 Dec, 2018     2039
დეპუტატი ნატო ჩხეიძე თბილისის მერის, კახა კალაძის ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, იმ ხელისუფლების დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებსო, სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუქში“ წერს:


„სერიიდან: ის, რაც ხდება.

მერი ვეღარ მერობს. ნეტავ სულ ასეთი ლექსიკა ჰქონდა თუ არჩევნების მიმდინარეობისას შავქურთუკიანთა პატივისცემამ წაახალისა?“

ამასთან, ნატო ჩხეიძე 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ასევე, სოციალურ ქსელში წერს:

„- შენ საით, ვისკენ, სადა ხარ?..

- დამარცხებულის მხარეზე!”

მურმან ლებანიძის ეს სტროფი გაგახსენდება, რაც ამ ბოლო ხანის საქართველოს რეალობას უყურებს ადამიანი.

ეს რეალობა ხელისუფლებამ შექმნა.

დამნაშავე ხელისუფლებამ დანაშაულში ჩაითრია უდანაშაულო მოქალაქეები და ქვეყანა გახადა დამნაშავე.

პარლამენტის პარტიულ აგიტატორ თავმჯდომარეს თავის თავი და თავისი პარტია გამარჯვებული ჰგონია.

არადა, როგორც ბევრი სხვა ყველაფერი, არც ის იციან, რომ პოეტები ადამიანური არსებობის ფსიქოლოგიას ატევენ სტროფებში და ეს კითხვა-პასუხი:

„ - შენ საით, ვისკენ, სადა ხარ?

- დამარცხებულის მხარეზე” ,

სწორედ ბიბლიური სენტენციის სიბრძნეს ადასტურებს:

წინანი უკანო და უკანანი წინაო.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42