„ეს იყო სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი. ისეთი აღშფოთება იყო საზოგადოების, რომ მათ მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კლასიკურ სტილში, კიდევ ერთხელ არის ყველა ნიშანი,რომ თამასის ასეთ წესებს სთავაზობენ საზოგადოებას, მთავარია იყო ივანიშვილის სატელიტი ან მომხრე და ყველაფერი გაგივა ,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კრიმინალებს ხელს აფარებს.
„"ქართულმა ოცნებამ, აბაზოვი გაათავისუფლა, ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულში - ადამიანის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იყო ბრალდებული. თემურ აბაზოვი გათავისუფლებულია და დავით კირკიტაძე დაკავებულია, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. არ ვაპატიებთ არაფერს, ეს არის ბატონ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი“- განაცხადა უდუმაშვილმა.
თემურ აბაზოვმა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მარნეულის მცხოვრებს ჭიქაში მოშარდვადა შარდის სახეზე წასმა აიძულა. ის რამდენიმე დღის წინ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეტიც, მძიმე ბრალდების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აბაზოვის პოლიტიკაში დაბრუნება.
ამ მიზნით კონსულტაციები მარნეულის ყოფილმა მერმა გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართა.
მასალის გამოყენების პირობები






