რაც შეეხება ოპოზიციას, ბახტაძის განცხადებით, „უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.
„„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ამის ილუზია ნურავის ექნება, ვერც ერთი ძალა და ვერანაირი ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს ვერ შემოიტანს. კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






