თსუ-ში ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა
პოლიტიკა - 19:59, 17 Dec, 2018     766
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტელი პოეტის ლია სტურუას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე აუდიტორიას განვლილ პროფესიულ გზაზე ესაუბრა და საკუთარი ლექსები წაუკითხა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ კურსდამთავრებული, პოეტი ლია სტურუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სხვადასხვა პოეტებთან შეხვედრები უნივერსიტეტში მომავალშიც გაგრძელდება. „უნივერსიტეტში ჩვენს კურსდამთავრებულებთან შეხვედრების ციკლი გვაქვს, ეს მეორე შეხვედრაა. ლია სტურუას პოეზიას პოპულარიზაცია არ სჭირდება, თუმცა, დღეს მას ვმასპინძლობთ, რაც ძალიან სასიხარულოა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ლია სტურუას თქმით, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ზოგადად, პოეზიის საღამოები აღარ მიყვარს, მაგრამ უნივერსიტეტი ჩემი სამშობლოა - აქ ვისწავლე, აქ დავამთავრე, აქ ვმუშაობდი 25 წლის მანძილზე. რაც არ უნდა თქვან დღევანდელ ახალგაზრდებზე, მე ისინი ძალიან მიყვარს. ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები და კარგები არიან, სხვაგან შეხვედრაზე შეიძლება უარი მეთქვა, მაგრამ მათთან არა,“ - აღნიშნა პოეტმა.

ლია სტურუამ პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში”, 1962 წელს გამოსცა. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – ,,ბედნიერი სიჩუმე”, ,,რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ ლია სტურუაზე ფილმი გადაიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42