საგანგებო განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების კიდევ უფრო გართულება და ძალიან სახიფათო გზაზე დააყენებს ქვეყანას.
„მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინოდ არჩევნები ჩატარებული პირდაპირ ამომრჩევლების მოსყიდვით და რაც მთავარია დაშინებით და ძალადობით და გამოვლინდა ფაქტები პირდაპირ გაყალბების და ჩაყრისაც, მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილეთ პირველი ტურის შემდეგ ახალქალაქში დღისით მზისით ოპოზიციური პარტიის, ვაშაძის შტაბის დარბევა ხელკეტებით და იარაღით, მაშინ როდესაც ჩვენ გუშინაც ვიხილეთ თავდასხმა სავარაუდოდ ოცნებასთან აფელირებული პრიებისა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაშინ როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა ოცნების წარმომადგენლების, ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული ჯგუფების, მათ შორის შავრაზმული ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის, მავარდნების ოპოზიციურ აქციებზე, სამოქალაქო ჯგუფებთან ძალადობის, მოწოდების ძალადობისკენ და მთელი სპექტრი გვქონდა ასეთი ქმედებების და არავინ დასჯილი არ არის ამითვის.
დღეს ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსტიტუციური ბრძანების შესრულებისას პოლიციასთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღმრა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდე უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში ამ სამარცხვინო და უკანონო პოლიტიკას გადაყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექნება ჩვენი ქვეყნის არამარტო დემოკრატიის არამედ ნორმალური გავითარება და სტაბილურობის პერსპექტივას და ეს არის დიდი პრობლემა. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას - არ განიხილება ის, თუ ვის აქვს პოლიტიკური სიმპატია ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ან ფიგურის მიმართ.
თქვენ იცით, რომ ევროპული საქართველო არ გახლდათ მონაწილე ამ საპროტესტო აქციის რომელიც გუშინ მიმდინარეობდა. აქ არ იხილება არც კირკიტაძის არც სააკაშვილის, არც ნაციონალური მოძრაობის საკითხი, აქ იხილება საკითხი, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ზოგადად ქვეყნის ჩიხში შეყვანაში, ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვაში, არჩევნების გაყალბებაში, ძალადობაში, კანონის უზენაესობის გათელვაში, შერჩევით სამართალში, ეს არის ის საკითხი რასაც შეყავს ჩვენი ქვეყანა ღრმა კრიზისში. კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ყველა ჩვენი მოქალაქის და მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრისთვის გამოგზავნილ უტიფარ გზავნილს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობაზე და ანტი ოპოზიციურ ქმედებებს აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან. ხოლო სხვა შემთხვევაში ოპოზიციას შეიძლება დაუწესონ 30 კილომეტრიანი არეალი, რათა მათ ვერ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ამ უკანონო ბრძანების შესრულების დროს პოლიციელებთან მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისას ოპოზიციური ფიგურის დაკავება მოხდება ერთ დღეში. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა და ძალიან მოკლე გზავნილი გვაქვს, ჩვენ ევროპულ საქართველოს ხელისუფლების მიამრთ - ძალიან სახიფათო გზაზე დგეხართ თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვისაც. დავით კირკიტაძის ციხეში დატოვება ამ პირობებში რაც მე ჩამოვთვალე იქნება ამ ძალიან რთული ვითარების ხარისხობრივად კიდე უფრო გართულება და უცნობ გზაზე და ძალიან სახიფათო გზაზე ქვეყნის დაყენება. ამიტომ ჩვენი ძალიან მკაფიო მოწოდებაა ამ ხელისუფლებისთვის, რომელმაც უკვე უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და გუშინ და დღეს ეს ზიანი კიდე უფრო გააღრმავა. არ გადადგათ ეს ნაბიჯი თქვენი ინტერესების გამოც და ქვეყნის გამო თუკი შეგრჩენიათ საღი აზრის ნატამალი.“- განაცხდა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






