ველისციხეში განვითარებული მოვლენები - სახალხო დამცველი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:27, 17 Dec, 2018     939
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერებს გრიგოლ ვაშაძეს და თინათინ ბოკუჩავას შეხვდა. ოპოზიციის ლიდერების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას და ოპოზიციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ მანიფესტაციებს.


სახალხო დამცველმა ოპოზიციას მოუწოდა საპროტესტო აქციების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული შეკრებისა და მანიფესტაციების მშვიდობიანი ფორმები. ნინო ლომჯარია ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციისთვის.

„როდესაც ქვეყანაში მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და შექმნილია დაძაბული ფონი, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე, ჩემს პოზიციას იზიარებს გრიგოლ ვაშაძეც და როგორც თავად აცხადებს ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ გზას.

რაც შეეხება გუშინ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აუცილებელია ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის მოხდეს დროული კომუნიკაცია და ინფორმირება, რათა ავირიდოთ დაპირისპირების ესკალაცია და მსგავსი ინციდენტები, რაც ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ თავიდან იქნას აცილებული“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველმა, ასევე, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე წარმართოს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის 16 დეკემბერს ოპოზიციის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. ასევე სახალხო დამცველის აპარატი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოფელ ველისციხეში.

„ძალიან ბევრ საკითხზე გვქონდა თანხვედრა. ქალბატონ ნინოს რამდენიმე რჩევა და მოსაზრება ჰქონდა, რაც ყურადღებით მოვისმინე და გავითვალისწინებთ. და საერთოდ ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება და მინდა, რომ ხელისუფლებამ ეს, რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42