"ჩვეულებრივი პროვოკატორები ხართ"- გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებასა" და შს მინისტრს მიმართავს
პოლიტიკა - 18:21, 17 Dec, 2018     861
გაერთიანებული ოპოზიცია მათივე თანაგუნდელის, დავით კირკიტაძის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს.


გაერთიანების სახელით განცხადება დღეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა და შინაგან სამეთა სამინისტრო სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება კირკიტაძის ადგილსამყოფელსა და მდგომარეობას გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საკითხს ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არკვევენ.

"შინაგან სამეთა სამინისტრო და "ქართული ოცნება" კვლავ მიდის პროვოკაციაზე - დაკავებულია ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე. ჩვენი გუნდის წევრები იმყოფებიან გურჯაანში ზუსტად ვადგენთ მის ადგილსამყოფელს და ამაზე მკაცრი რეაგირება გვექნება" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, შინაგან სამეთა სამინისტრო ცრუის, როცა ამბობს, რომ გუშინ ოპოზიციას საშუალება ჰქონდა ავტომობილებით გადაადგილებულიყო თელავისკენ.

"საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ გვქონდა გადაადგილებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კანონით - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ ჩვენ თელავში უპრობლემოდ მისვლის უფლება გვქონდა. მათ ადმინისტაციული აქტი უნდა გამოეცათ, თუ სურდათ ავტომობილების გადაადგილება შეეზღუდათ. დაბნელდა ამ ქვეყანაში? - ეს აქტი ჩვენთვის ხო უნდა ეცნობებინათ?! სად არის სამართლებრივი აქტი, რითაც თქვენ გზა ჩახერგეთ? რომელი დოკუმენტით?"- თქვა ვაშაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია დაემორჩილა შეზღუდვების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, როცა გომბორის მიმართულებით გადაადგილებაზე უარი განაცხადა.
"თუ უსაფრთხოების მიზნით კეტავდით საჯაროდ უნდა გამოგეცათ ადმინისტრაციული აქტი. მე პირადად გაცნობეთ პარასკევს დილით, რომ 9 საათზე თბილისიდან ავტომობილები დაიძრებოდა თქვენ კი კანონგარეშე მოქმედებდით. თქვენ ჩაიდინეთ უკანონობა. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ გზა და თელავისკენ გაეგრძელებინათ გზა" - აღნიშნა ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის თქმით, შს სამინისტრო შერჩევით სამართალს ატარებს. ამ კონტექტსში მან მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე, ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტზე და ველისციხეში მოქლაქის ცემის ფაქტზე გახარიას უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

"კანონმდებლობის ყველა მუხლი დარღვეულია თქვენი მხრიდან. არცერთ პუნქტს არ იცავთ. მოგიწოდებთ დარჩეთ კანონის ფარგლებში. პოლიციის თანამშრომელთა ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელებად არ ითვლებიან, რადგან არ არსებონდა არავითარი აქტი, რომ ისინი იქ უნდა მდგარიყვნენ და გზა ჩაეხერგჰათ"- განმარტა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, შს სამინისტრო პრობოკაციების მოწყობით არის დაკავებული:
"თქვენ, ჩვეულებრივი პროვოკატორები ხართ"- აღნიშნა ვაშაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42