"შსს კრიმინალ გახარიას ხელშია... როცა ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხალხი იწყებს მის აღდგენას და ეს უნდა იცოდეს გახარიამ და ხელისუფლებამ" - ბაჩუკი ქარდავა კირკიტაძის დაკავებაზე
პოლიტიკა - 18:04, 17 Dec, 2018     1429
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა დავით კირკიტაძის დაკავებას აფასებს.
ქარდავა გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად გურჯაანში, კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავეს.

ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.

"მას შემდეგ, რაც კახეშში შემოვედით, სუსი-ის თანამშრომლები გვითვალთვალებდნენ, პარლამენტის წევრსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს. ვიყავით საავადმყოფოში, ეს ავტომობილი შემოგვყვა საავადმყოფოში, სადაც ჩვენი აქტივისტი მოვინახულეთ, რომელიც მძიმედ არის ნაცემი. მას შემდეგ, რაც თბილისის მიმართულებით დავიძარით, აღნიშნული ავტომობილი ისევ გამოგვყვა. ჩვენი ერთ-ერთი ავტომობილი საწვავის ჩასასხმელად გაჩერდა, სუს-ის წარმომადგენლები დაიბნენ და გაჩერდნენ, რა დროსაც ბატონმა ნიკა მელიამ და დავით კირკიტაძემ ეს ადამიანები ამხილეს. ისინი "დაიწვნენ", რომ თვალთვალისთვის იყვნენ მოჩენილები. საბოლოო ჯამში, გაიტაცეს დავით კირკიტაძე"- აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ თვალთვალი დანაშაულია.

ბაჩუკი ქარდავა ასევე სიცრუეს უწოდებს შს სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კირკიტაძემ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

"ეს არის სიცრუე, ჩვენ გვაქვს ვიდეო-კადრები, ლაივ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას რაც შეეხება, ის, ენას ძვალი არ აქვს პრინციპით მოქმედებს. შსს, სტრუქტურა მეცოდება კრიმინალი გახარიას ხელში, იმიტომ, რომ ის ყოველდღიურად უშვებს შეცდომებს. გახარიამ პოლიტიკოსების დევნა დაიწყო. ამ ქვეყანაში ოფიციალურად აუქმებენ დემოკრატიას. მაშინ როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხალხი იწყებს მის აღდგენას და მის დაბრუნებას. ეს უნდა იცოდეს გახარიამ და საქართველოს ხელისუფლებამ"- თქვა ბაჩუკი ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42