"ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომიდან გამოსავალი არის მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები"- გიგი უგულავა ოპოზიციის საერთო მიზნებზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:00, 17 Dec, 2018     901
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. უგულავას თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმა 900 ათასმა ადამიანმა მისცა.


„ამ არჩევნებმა, განსაკუთრებით მეორე ტურმა პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაიტანა. ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს რომ 900 ათასმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ რომ ყველაფერზე ვართ თანახმა, ოღონდ ხელისუფლებაში აღარ იყოს ბიძინა ივანიშვილი. ამის პასუხი და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის პროპორციული არჩევნები. ეს არის თემა, რომელზეც თანხმდება მთელი ოპოზიცია, რომელზეც თანახმაა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის თემა რაზეც მთელი საზოგადოება თანხმდება, მინუს „ქართული ოცნება.“ ამიტომ, "ევროპული საქართველოს" აზრი და პოზიცია მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ დღეს ჩვენ , ყველა ოპოზიციური პარტია, დიახ, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია. საზოგადობა ხედავს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება, დაჯექით, მოილაპარაკეთ და იყავით კოორდინაციაში, მოიფიქრეთ ახალი ფორმები, მათ შორის რადიკალური ბრძოლის იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, შედეგი კი არის პროპორციული არჩევნები, ეს არის თემა რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება დროს, რაც უფრო მეტი რეპრესიები წავა და ძალადობის სპირალში შევა ქართული ოცნება, მით უფრო დამძიმდება ქვეყნის მდგომარეობა. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ხელისუფლება ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას მასსა და ოპოზიციას შორის. პასუხისმგებელი ძალადობაზე და სიტუაციის რადიკალიზაციაზე ერთპიროვნულად არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. “ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42