"ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში"- ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 12:23, 17 Dec, 2018     754
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გუშინ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნათია მეზვრიშვილი ასევე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენის და მის მიმართ გამოძიების დაინტერესების შესახებ არსებულ კითხვებს.

„ჩვენ, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად ვსწავლობდით ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, აბსოლუტურად ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა, იმისთვის რომ თითოეული ამ ქმედებისთვის მიგვეცა სამართლებრივი შეფასება. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირები ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რასაც საზოგადოება კარგად ხედავდა - ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ჩემთვის ამ ეტაპზე, ამ წუთებში უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს გასაკვირი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს.

არა მხოლოდ ბატონ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც იყო. გვარებით და სახელებით სამწუხაროდ ახლა მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებებში ყველა ის ადამიანი, მათ შორის იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42