ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ ველისციხეში შს სამინისტროს თანამშრომლები თავად არღვევდნენ კანონს.
"მართლა აგებ გახარია პასუხს, ძალიან მკაცრად აგებ, იმიტომ, რომ ხარ კლასიკური მაფიოზი. ორივე ყბა გაუტეხეს ადამიანს ზონდერების თავდასხმის შედეგად, იდენტიფიცირებულები არიან ზონდერები და ზონდერებთან კია არ მიდიან მიდიან ადამიანებთან სახლებში, რომლებიც გუშინ თავს იცავდა. ბარიკადები აღგვიმართეს. თუკი ვინმე იყო გუშინ მოძალადე მოძალადე იყო გახარიას ბრძანებით კუპატაძე და საბანაძე. მელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით პოლიცია ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდა.
მაგრამ ესენი არიან ერთი საერთო დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლებიც აგებთ პასუხს, არავის შერჩენია არც გაყალბებული არჩევნები, არც ძალადობა არც დაჭერებიდა არც მკვლელობა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






