კირკიტაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გუშინ სამართალდამცავები თავად არღვევდნენ კანონს.
"დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ესენი აბრახუნებდნენ ჩემს კარებზე. ეს იყო სულ ეს ისტორია, ძალიან შეშინებული, მხდალი ხელისუფლების პოზიცია, მათ გადაწყვიტეს, რომ ასე ეურთიერთონ ხალხს და ოპოზიციას. მათ ვერ გაიგეს ვერც ხალხის ხმა, ვერც ხალხის პროტესტი. თუ ვინმე გუშინ ახორციელებდა ძალადობას, თუ ვინმე გვესხმოდა თავს ეს იყო შს სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ არავის თავს არ დავსხმივართ. ჩვენ მათ პირველივე მითითებაზე, რომ გომბორის გადასასვლელი იყო ჩაკეტილი გავეშურეთ სხვა გზით თელავისკენ, შემდგომ იცით როგორც განვითარდა მოვლენები და პირიქით, თუ ვინმე იყო გუშინ გასული კანონიდან ეს იყო შს სამინისტრო,"-ამბობს კირკიტაძე.
აღსანიშნავია, რომ დილით დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები






