გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით ისინი თბილისშ გამოემართებიან, სადაც რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან და სამომავლო გეგმებს დასახავენ.
„ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას. დღეს რაც მოხდა, არის სრული ჩამოხსნა ფარდის, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას.
მათ აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალეს ხელი მშვიდობიან აქციაში. უკანონოდ ჩახერგეს გზა.
გომბორზე რატომ დავდექით?!- აქ კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ,რომ აქედან უფრო მოკლეა თელავამდე, მაგრამ რადგანაც გვითხრეს წავედით გურჯაანის გზით და იქ გადაგვიკეტეს“-ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე გიორგი გახარიას განცხადებასაც ეხმაურება:
„პასუხისგებაში მისაცემი ხართ თქვენ, თქვენ დაარღვიეთ დღეს კანონი. ის რაც დღეს ხდებოდა, საერთოდ რა ინაუგურაციაა? სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი მასხარა. ეს არ არის ფიცის დადება, ეს არის ჩვეულებრივი მასხარაობა მასხრად აიგდეს მთელი ქვეყანა“-ამბობს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






