"იმედია, ნიკა მელია არ მოაწყობს პროვოკაციას რათა საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა" - სოფიო ქაცარავა
პოლიტიკა - 11:57, 16 Dec, 2018     868

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია და "ნაციონალური მოძრაობა" ამ დღის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს.

"დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან თელავში გაიმართება ინაუგურაციის ცერემონია, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს.

ინაუგურაციის ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, მასში მონაწილეობს არაერთი მაღალი დონის დელეგაცია, მეგობარი ქვეყნების ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. შესაბამისად ამ ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენი მოქალაქე.

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და მათ დაანონეს საპროტესტო აქცია, მათ შორის, ქალაქ თელავშიც. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც, მათი ეს უფლება დაცული იქნება, თუმცა, არა სხვების უფლებების შეზღუდვის, ან კანონის დარღვევის ხარჯზე, ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან.

მედიის წარმომადგენლებს კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. შესაბამისად, ინაუგურაციაზე დასასწრებად მოწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი - ნიკა მელია. იმედს გამოვთქვამ, რომ იგი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს, რომ არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა. ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია.

აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამთლიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად უნდა იქცეს" - აღნიშნა ქაცარავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42