"არჩევნები არის მოპარული! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას!" - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს თელავში საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:33, 15 Dec, 2018     1437

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. აქციაზე მისვლისკენ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოჰპარა და ამას მოქალაქეებმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ:

„ქართული სახელმწიფო რეალურად აღმოჩნდა განადგურების საფრთხის წინაშე და ახლა ხშირად ამბობენ, აი, რადიკალიზმის დრო არ არის... არის პერიოდი, როცა რადიკალურ გამოწვევებზე საჭირო არის რადიკალური კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა, ეს პერიოდი საქართველოს ახლა დაუდგა. არჩევნები არის მოპარული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაწერა თავის დასკვნებში. ნახეთ, რა უბადრუკი წარმომადგენლობა ჩამოდის ამ ინაუგურაციაზე. ეს ხომ მაჩვენებელია იმის, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება, აჰა, ჩვენი დასკვნები, აჰა, პრაქტიკულად ჩვენ ძალით ნუ გვაღიარებინებთ იმას, რის აღიარებაც არ შეიძლება, მაგრამ თქვენც გამოიჩინეთ ფხა, თქვენც გაანძრიეთ ხელი და აქ უკვე აღარ არის საკითხი იმაზე, რომ ქოცი, შუაშისტი, ნაციონალი, აქ არის ერთი მხრივ - ივანიშვილი და მეორე მხრივ - დანარჩენი საქართველო.

ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში და მეორე მხრივ, ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავის ქვეყანა, რომლის ახევასაც ცდილობს ეს ხარბი ოლიგარქი. როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლაც არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს თუ არა პუტინის სიძულვილი? უნდა გვქონდეს პუტინის სიძულვილი იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. უნდა გვქონდეს თუ არა იმ ადამიანის სიძულვილი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და სპობს, მათ შორის, პუტინის დავალებით და ასეთი ადამიანი არის ივანიშვილი და მე ვამბობ, დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს მტრის, ივანიშვილის სიძულვილი მანამ, სანამ ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ამაში უცნაური არაფერი არ არის. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, სახელმწიფო, მომავალი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან საერთო ენა და ჩვენ უნდა გვძულდეს საქართველოს მტერი და ამ შემთხვევაში საქართველოს მტერი არის ეს კაცი - ივანიშვილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დღეს ყველაფერი ივანიშვილის სურვილისამებრ იმართება, ამის წინააღმდეგ კი არავინ არაფერს აკეთებს.

„დღეს საქართველოში მილიონამდე ადამიანი, მილიონამდე აქტიური ამომრჩეველი ვერ ნიშნავს დარაჯსაც კი, სრულიად წარმოუდგენელია პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილმა თქვენ ყველას გითხრათ უარი, თქვენ ყველას გითხრათ, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არანაირი აქციები, მისი ენით, რომ ვთქვათ, არ გაქვთ. ყველაფერი აქვს მას, მან ეს ყველაფერი იყიდა ბითუმად, ამიტომ ახლა არის მოქმედების დრო.

გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითი, სადაც ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდათ ოლიგარქებს, ბევრად უფრო მეტი ფული ჰქონდათ და რუსეთის ჯარი დგას ყველგან და მთლიანად აკონტროლებს, პრაქტიკულად ბერკეტების უმეტესობას და მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ხალხი იყო ერთიანი. მაშინ ქართველებმა რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივე,“ - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ხვალ თელავში დაანონსებულ აქციაზე სრული მობილიზაციაა საჭირო:

„მე ვიცი, რომ მარტო პარტიები კი არ მიდიან თელავში თუ სხვადასხვა აქციებს აწყობენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითონ ირაზმება და თვითონ მიდის იმიტომ, რომ არავინ არვის არ უნდა დაელოდოს, ყველა უნდა იყოს ლიდერი. ახლა არ არის, ლიდერები რას გვეტყვიან და სააკაშვილი რას იტყვის ამსტერდამიდან, თუ ადგილზე ვინ რას იტყვის. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ ლიდერი საკუთარი თავის გადარჩენაში. ხელი უნდა გაანძრიო, რათა საკუთარი თავი გადაირჩინო, რათა საკუთარი ქვეყანა გადაურჩინო შენს თავს და შენს შვილებს. აქ ლიდერებზე გამოკიდების დრო აღარ არის.

მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა იმიტომ, რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების მიხედვით და მან ყველა წესი დაარღვია, ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი და აუცილებლად გასცემს პასუხს. არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს ჩვენი თავმოყვარეობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42