გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა
პოლიტიკა - 11:07, 15 Dec, 2018     893

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთხელ გამოიყენა თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების უფლებამოსილება და აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.

ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა 24 უცხოელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. მათ შორის არიან: აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი,ევროპარლამენტის წევრი იოჰანნეს კორნელის ვან ბალენი,Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ჰალილზადი, Rumsfeld Foundation-ის ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი, კომპანია „გილიად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი,

მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი,

ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი,

სენატში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ალენ გურნაკი,

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჯოზეფ ჰიკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუპინი ჰენრი გოდფრი კერალი,

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებში ხუან ხოსე ეჩანოვე,

აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი გენერალ -ლეიტენანტი ფედერიკ ბენ ჰოჯესი,

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო,

ავღანეთში განლაგებული აშშ-ის ძალების სარდალი, გენერალი ჟოზეფ დანფორდი (უმცროსი),

აშშ-ის ქვეითი საზღვაო ძალების მეთაური, გენერალი ჯეიმს ფ. ამოსი,

საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი,

ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის ოპერატიულ - ტაქტიკურ დონეზე მართვის ხელმძღვანელი, გენერალ - ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი,

სტამბოლის ქართული კულტურის სახლის დამფუძნებელი ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ცივნარიძე),

მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე),

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი,

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი ფილიპ მარკ ბრიდლავი,

ქალაქ ლევილ სურ ორჟის მერის მრჩეველი დანიელ ესპრენი,

CNFA -ს დირექტორთა საბჭოს წევრი ჯონ კოსტელო.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 26 ადამიანი,

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - 52,

წმინდა ნიკოლოზის ორდენით - 4,

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით - 78,

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით - 107,

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით - 95,

ღირსების ორდენით - 225,

მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 10,

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ – 46,

მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 19,

ღირსების მედლით - 76.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42