ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა
პოლიტიკა - 17:59, 14 Dec, 2018     1032
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გათავისუფლების თხოვნით მან გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ეს დღეც დადგა. დღეს, ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული ... ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით.

მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. სამუშაოს დაწყების წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი ჩემთვის, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია სხვაა და თან საქართველოში ასე იშვიათად ხდება: ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საჯარო საქმიანობიდან მიცნობდა და რომელთანაც მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი შენახვედრი საჯარო შეხვედრებზე, მაღალი ნდობა გამომიცხადა და შემომთავაზა ეს პოზიცია. ეს ბევრს მეტყველებს მის შესახებ, და კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ის, რაც არც ერთი დღე არ ყოფილა პრივილეგია, იყო დიდი პასუხისმგებლობა!
თითქმის ერთი, მრავალმხრივ საინტერესო წელი გავატარე აქ.ძალიან საჭირო, სასარგებლო პერსპექტივა შევიძინე ბევრი მიმართულებით. საინტერესო თავი შეემატა მემუარებს და ბევრი წლის შემდეგ, იქ მოვყვები
გავიცანი ძალიან კარგი, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც გამამდიდრეს და გამაძლიერეს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მადლობა მათ ყველაფრისთვის! მათთან მეგობრობა გაგრძელდება.

აუცილებლად მინდა ავღნიშნო საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ადამიანი, რომელიც თავისი სიღრმით, თავმდაბლობით და ყველანაირი სილამაზით, თავად ამშვენებდა პირველი ლედის სტატუსს და არა პირიქით. მასთან უერთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია იყო.

მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მადლობა ყველას, ვინ მგულშემატკივრობდით, მათაც, ვინც მვოჩდოგობდით და მაკრიტიკებდით. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც რაიმეს აკეთებს" - წერს ანა ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42