როდის გახდება ცნობილი ინაუგურაციის ხარჯები - პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კომენტარი
პოლიტიკა - 17:04, 14 Dec, 2018     836
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილმის ინფორმაციით, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.

მისი თქმით, ადგილზე სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა და ჩატარდა წინასაინაუგურაციო რეპეტიციაც.

„ ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად. ვერაფერს მოგახსენებთ თბილისთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებელი ვარ თელავში ინაუგურაციის ჩატარებაზე. თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზებაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციაზე სტუმრებს, როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სიები კიდევ დგინდება.

„ შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სომხეთის პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერები და სხვა სტუმრები. იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ მოსაწვევები, ღონისძიებას დაესწრებიან თელავის თეატრში. სიები მოგვაწოდა სალომე ზურაბიშვილის შტაბმა, ასევე ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახეთის გუბერნატორს და თელავის მერს, რომ მოგვაწოდონ ეს სიები. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა ბევრი ადამიანი არ დაეტიოს. მცდელობა იყო, რომ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. მეორე ლოკაცია იქნება საზეიმო მიღება თელავის თეატრში, ასევე ვიხილავდით წინანდალს, თუმცა წინანდალში მიღება არ იქნება. საინაუგურაციო კომისიაში წინანდლის საკითხი არ იხილება“, - განაცხადა კახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42