თელავის მერიის უარი გაერთიანებულ ოპოზიციას - მერია არ აძლევს უფლებას ოპოზიციას ჩაატაროს აქცია იქ, სადაც მათ სურვილი ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციას გამართავს:
„კვირას, 16 დეკემბერს, დილის 9 საათზე შევიკრიბებით „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველანი ერთად, ორგანიზებულად, მანქანებით გავემგზავრებით თელავში, სადაც მივიღებთ ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, მშვიდობიანად და გავაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტად. ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ჩაერთოთ ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ კვირას, დილის ცხრა საათზე აეროპორტის ტრასაზე, ავტომობილებით ან სხვა საშაულებებით მივდივართ. ასევე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, ჯერკიდევ ხართ ხელისუფლებაში, ჩვენ ვაპირებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად, ჩვენი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას და ნუშეეცდებით პროვოკაციების მოწყობას, რომელიც გჩვევიათ ხოლმე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშრებით, მშვიდად, წყნარად ვაპირებთ ჩავიდეთ თელავში, გავაპროტესტოთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ცნობილი ხდება სტუმრები, ვინც ჩამოდიან, ამ სტუმრების შემადგენლობა ძალიან კარგად აჩვენებს რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ამ არცევნებთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის იუესაიდის წარმომადგენელი ვიღაცო, დაახლოებით ასეთი განცხადება მოვისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ეს არის ძალიან კონკრეტული განაცხადი და პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და მათი შეფასება იმ არცევნებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იყო, რომელიც იყო სპეცოპერაცია და არა არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






