მმართველი გუნდი ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების მოწყობას ელოდება
პოლიტიკა - 15:05, 14 Dec, 2018     721
"ქართული ოცნება" ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების მოწყობას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობა ახასიათებს.


„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას, ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები და დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა, ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც არის საჭირო და ისეთი სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში... შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა, ამას შევხვდებით სათანადოდ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, ინაუგურაციის დროს პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ყველა უწყება იქნება ჩართული.

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს ნებისმიერი სახის პროვოკაცია. სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება და ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყების ეს მოქმედებაც, რომ კონკრეტულ ადგილზე ეუბნება უარს, აქედან გამომდინარეობს, ამაში შემდეგ ერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები, რომ ისინიც გამორიცხავენ პროვოკაციას, თავიანთი მიმართულებით, მობილიზებული იქნება, ბუნებრივია, სამართალდამცავი შესაბამისი სტრუქტურები და შეეცდებიან მაქსიმალურად, რომ გამორიცხონ ნებისმიერი პროვოკაცია. მე არ მგონია, რომ იქ შეკრებილი ადამიანები იმისთვის მიდიოდნენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, ეს შეიძლება მათი ლიდერების სურვილი უფროა, მაგრამ ამაზე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, არ წავა, მე ვფიქრობ, და ეს მოლოდინი მაინცდამაინც არ მაქვს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, რომ 16 დეკემბერს თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართოს. თუმცა, თელავის მერიამ მათ მოთხოვნას უარით უპასუხა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42