„როცა ზურაბიშვილი ქართულ მხარეს ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა, სტრასბურგმა გამოაცხადა, რომ ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“ - პაატა დავითაია
პოლიტიკა - 14:49, 14 Dec, 2018     1615

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად სცნო. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებულ ოპოზიციაში გაკეთდა.

პაატა დავითაიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია:

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომლითაც დასტურდება, რომ 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს, ქართულ მხარეს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ ის ქმედებები, რა ქმედებებითაც რუსულმა მხარემ, ოსურ მხარესთან ერთად დაიწყო მოქმედება და სარჩელების შეტანა საქართველოს წინააღმდეგ, ეს მათ ჩაუვარდათ და რეალურად, ჩვენ ვხედავთ, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აბრალებდა ქართულ მხარეს ცხინვალის დაბომბვას, ამ ფონზე სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქნება ეს გამოყენებული იგივე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოქმედებები, რის დაბრალებასაც რუსული მხარე ქართული მხარისთვის ცდილობს, მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა მხარემ ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით გაბათილდება, სამწუხაროა, რომ ამ ნარატივშ, რაზეც აპელირებდა რუსული მხარე, ჯდებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც, მაგრამს აბედნიეროა ის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს ყველაფერი გააქარწყლა, ეს კიდევ აჩვენებს იმას, რომ ქართულმა მხარემ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც შეაჩერა გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და ქვემდებარე გახადა ეს საკითხი. გამოძიების პროცესში მტკიცდებოდა ის, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა ეს დანაშაული ჩადენილი, ხოლო რუსი სეპარატისტების მხრიდან ცალსახად იკვეთებოდა დანაშაული ადამიანის უფლებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ და ეს საქმეები ჩვენ უნდა გამოგვეძიებია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42