„16 დეკემბერი არის ისტორიული დღე გამომდინარე იქიდან, რომ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ დოკუმენტისმთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ სრულად იქნება გამორიცხული ნებისმიერ პირობებში ავტოკრატიის განმეორება ჩვენს ქვეყანაში",-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულადსაპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობისფორმა. მისივე თქმით, 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებააპრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.
„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზედემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე, 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნოსისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ასევე, შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც იქნებაასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. თქვენ ნახეთ, რა პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ, რომ არ არის თავსებადი პრეზიდენტისპირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები გამომდინარეიქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებით და რეალური დაპირებებით. მათ, ხშირ შემთხვევაში,უწევდათ ტყუილი დაპირებების გაცემა და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ და ასევე, კონცენტრირებული იყო ეს არჩევნებიმთლიანად პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე და ეს იყო იმ ნონსენსის გამოძახილი, რასაც ჰქვია საპარლამენტომმართველობაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის არასწორი და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის შემდეგიარჩევნები ჩატარდება უკვე არაპირდაპირი წესით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






