ქუთაისი-ვანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დილის 7 საათზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
თვითმხილველების განცხადებით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 8 ადამიანი.
"ერთ–ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში ინგოროყვას კლინიკაში," – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.
შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






