კლუბში დაწყებული ჩხუბი 4 ადამიანის დაჭრით დასრულდა - რას ყვებიან თვითმხილველები და როგორია დაჭრილების მდგომარეობა - ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები
კრიმინალი - 12:43, 14 Dec, 2018     1951
თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

სისხლიანი გარჩევა, რომელიც 4 ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

დაშავებულებს ჭრილობები იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა დაშავებულმა ადგილიდან წასვლა საკუთარი ფეხით შეძლო.

სამი დაშავებული კი საავადმყოფოში ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფომ გადაიყვანა.

სამივე მათგანს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

რა გახდა ვერაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია 30 წლამდე ბრალდებულიც.

"4 ახალგაზრდა დაჭრეს, დანებით დაჭრეს... პირველი, რომელიც დაჭრეს, ის სირბილით გაიქცა. პატრული დაცვამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც უკვე დანით დაჭერეს ერთ-ერთი ბიჭი"- ამბობს თვითმხილველი.

კომენტარი გაკეთდა ღუდუშაირის კლინიკაშიც, სადაც სამივე დაჭრილია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ჭრილობები. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას განაგრძობენ ქირურგიულ განყოფილებაში. გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდათ ჭრილობები,“- განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42